Сообщения

Сообщения за июнь, 2017

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით. განვიხილეთ ნამუშევრები  PowertPoit-ში შევქმნით გეგმის შესაბამისი სლაიდი, გავეცანით სურათების გიფების, მელოდიებისა და ფონის საიტების ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება-მიბმა, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდი ნამუშევრები და განვათავსეთ შესაბამის ფაილებში.

მეხეთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო დავალებების განხილვით. მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები , გაიმართა მსჯელობა , გამოითქვა მოსაზრებები შემდეგ ვიმუშავეთ მესამე მოდულში განთავსებულ საავტორო უფლებების ტესტზე, განვიხილეთ შედეგები ,ვთვლი, რომ ტექსტთან დაკავშირებული საკითხბის განხილვა ძალიან სასარგებლო იყო.ასევე შევისწავლეთ როგორ მოვახერხოთ გადმოგზავნილ ტექსტში ჩასასწორებელი მონაკვეთის მონიშვნა და მითითებების მიცემა.ვუმუშავეთ ბიბლიოგრაფიის შექმნაზე, ჩამოვტვორთეთ,, შევინახეთ  ვიდეოები და სურათები , ვორდის ფაილში განვათავსეთ პროექტისთვის საჭირო ინფორმაციის მისამართები.საავტორო უფლების დაცვით. ტრენინგმა ძალიან შინაარსიანად ჩაიარა.
მეოთხე ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმების განხილვით, მოვისმინეთ უკუკავშირი,   დავაზუსტეთ ის საკითხები, რომლებიც ისევ კითხვითი ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა,  შემდეგ გავეცანით პროექტით სწავლების მეორე მოდულის  მეორე ნაწილს- შეფასებოს მეთოდები და ინსტრუმენტები, განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები  ინდივიდუალურად შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები ცხრილებთან დაკავსირებით.     ტრენინგმა  ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა ვიმედოვნებ მიღებული ცოდბნა გამომადგება პროექტის სწორად წარმართვაში,

ტრენინგის მესამე დღე

     ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით, თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი, გავარკვიეთ პირველ რიგში, რომ პროექტი  უნდა იყოს სტანდარტთან მიმართებაში, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები ,რომელის მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყევით მნიშვნელოვანი ცნებები, გავარკვიეთ ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარების რომელი სიტყვები უნდა გამოვიყენოთ მიზნის ფორმურილებისთვის .ასევე შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი , მთავარი და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა . ვიმუშავეთ წყვილებში რამაც ხელი შეუწყო ამ საკითხთან დაკავშირებით ცოდნის განმტკიცებამ.            ტრენინგის მესამე დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

პირველი და მეორე დღის რეფლექსია

     პირველი ტრენინგის მსვლელობის დროს გავეცანი პროექტის დადებით მხარეებს- მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე და მშობლების ჩართულობაზე .ასევე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზრვრო მათი მომზადებისთვის საჭირო დრო.       ვიხილე სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტების ნიმუშები , რამაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დასაგეგმი პროექტის გარკვეული სქემის ჩამოყალიბებას.       მეორე დღეს ვიმსჯელეთ ჩვენს იდეებზე , გავიზიარეთ სხვისი გამოცდილება და რჩევები, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.